ბარდუბნის საჯარო სკოლის ლიდერმა პედაგოგებმა სერტიფიკატები დაიმსახურეს
17-08-2021
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდუბნის საჯარო სკოლის პედაგოგები მუდმივად ზრუნავენ პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე.
სკოლის პედაგოგებმა: თეონა გვენეტაძემ, თამარ გაბეხაძემ და რუსუდან აბჯანდაძემ USAID-ის „საბაზისო განათლების პროგრამა“ - მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება - ფარგლებში წარმატებით გაიარეს ტესტირება და შესაბამისი სერტიფიკატები დაიმსახურეს.
ბარდუბნის საჯარო სკოლა, პედაგოგებს ულოცავს ამ გამარჯვებას და პროფესიულ საქმიანობაში შემდგომ წარმატებებს უსურვებს.