
წალკის N1 საჯარო სკოლა ერთ-ერთია იმ 10 სკოლიდან, რომლებიც საქართველოს მასშტაბით „ჩხირკედელას“ სკოლებში დანერგვის მიზნით საპილოტედ შეირჩა.
კლუბი „ჩხირკედელა“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში მოქმედი საბუნებისმეტყველო საგნების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეიქმნა. მისი მიზანია სკოლის ბაზაზე საკლუბო მუშაობის გაძლიერება, მასწავლებელთა პროფესიონალიზმის გაზრდა STEM მიდგომებში სასწავლო პროცესში და მოსწავლეთა მოტივაციისა და ჩართულობის გაზრდა საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების პროცესში.
სკოლა წარმატებას უსურვებს ფიზიკის პედაგოგს, რომელიც აღნიშნული საბუნებისმეტყველო კლუბის ხელმძღვანელია.
„წინ ძალიან საინტერესო დღეები გველოდება! წარმატებები მოსწავლეებს და კლუბის ხელმძღვანელს, ფიზიკის წამყვან პედაგოგს - ნესტან მიქაძეს!“,- სკოლის დირექტორი მარინე ბერიანიძე.