წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის პედაგოგები საზაფხულო არდადეგების მიუხედავად ტრენინგებსა და კონფერენციაში წარმატებით მონაწილეობენ
17-08-2021

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის პედაგოგები საზაფხულო არდადეგების მიუხედავად პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე ზრუნვას აქტიურად განაგრძობენ. მასწავლებლები ესწრებიან ონლაინ ვებინარებს, კონფერენციებს, ფორუმებს და მასტერკლასებს.

„მერე რა რომ ზაფხულია... ჩვენს სკოლაში მიუხედავად საზაფხულო არდადეგებისა აქტიურად მიმდინარეობს სასკოლო ცხოვრება. სასკოლო საზოგადოების აქტიურობა განსაკუთრებით მასწავლებლებში აღინიშნება.

მასწავლებლები ესწრებიან ონლაი ვებინარებს, კონფერენციებს, ფორუმებს და მასტერკლასებს. თბილისში, „ქი ქონსალთინგის“ ორგანიზებით ჩატარებულ კონფერენციაში -„თანამედროვე გამოწვევები სწავლების პროცესში“ აქტიურად მონაწილეობდნენ და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ წამყვანი მასწავლებელი მაია ქობულია და უფროსი მასწავლებელი ხათუნა იობაშვილი. 

ახლახანს კი, USAID-ის „საბაზისო განათლების პროგრამა“ - მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება - ფარგლებში, ჩვენი სკოლის მასწავლებლებმა თინათინ ნაცვლიშვილმა, ხათუნა ქუთათელაძემ, ქეთევან სვანიძემ და ციცინო დადუნაშვილმა, წარმატებით გაიარეს ტესტირება და შესაბამისი სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

ვულოცავთ ჩვენს პედაგოგებს ამ გამარჯვებას და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203