
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს.
სკოლის ყველა აბიტურიენტმა ჩააბარა გამოცდები, თუმცა ერთ-ერთმა მათგანმა მარიამ აბალალაკმა, რომელიც ოქროს მედლის კანდიდატიცაა, ყველაზე მაღალი ქულები მოიპოვა.
სკოლა ულოცავს კურსდამთავრებულებს ამ წარმატებას და მომავალშიც წინსვლას უსურვებს.
„სკოლის დირექცია და პედაგოგები ულოცავს თითეულ მათგანს ამ სიხარულს და წარმატებულ ბედნიერ მომავალს უსურვებენ“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები 1-ელ ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 2 აგვისტოს დასრულდა.
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულების გამოქვეყნება 2 აგვისტოდან დაიწყო.