ხოფურის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს
16-08-2021

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოფურის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს.

ხოფურის საჯარო სკოლის დირექტორი ნონა გაზდელიანი აბიტურიენტებს ამ წარმატებას ულოცავს და იმედოვნებს, რომ მომავალშიც ბევრჯერ იამაყებს მათი წინსვლით.

„ხოფურის საჯარო სკოლის დირექტორი ნონა გაზდელიანი აბიტურიენტებს ულოცავს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და მომავალ წარმატებებს უსურვებს“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 2 აგვისტოს დასრულდა.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულების გამოქვეყნება 2 აგვისტოდან დაიწყო.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203