„ადამიანის ორგანიზმი“ - მუხრანის N3 საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
16-08-2021

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N3 საჯარო სკოლაში პროექტი - „ადამიანის ორგანიზმი“ განხორციელდა.

პროექტის ავტორებმა მე-7 კლასის მოსწავლე ნინო გერაძემ და ბიოლოგიის პედაგოგმა ნაირა პაპაშვილმა დაწვრილებით წარმოადგინეს ადამიანის ორგანიზმის აგებულება და მისი მუშაობის პრინციპი.

პროექტში ისეთ საკითხებზე იყო ყურადღება გამახვილებული, როგორიცაა ადამიანის თავის ტვინი, უჯრედები, ჰორმონები და სხვა. განსაკუთრებით ბევრი ინფორმაცია იყო საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის შესახებ, ცალ-ცალკე იყო განხილული ძვლებისა და კუნთების აგებულება.

„ადამიანის ორგანიზმში“ გვამის გაკვეთისა და ამ პროცედურის ისტორიიის შესახებაც იყო მოთხრობილი.

სკოლა მიესალმება მსგავს აქტივობებს და მოსწავლესა და ბედაგოგს წარმატებას უსურვებს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203