თერჯოლის N1 საჯარო სკოლის ლიდერმა მასწავლებლებმა სერტიფიკატები დაიმსახურეს
16-08-2021
თერჯოლის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე მუდმივად ზრუნავენ. მასწავლებლები აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა ტრენინგებში და წარმატებული მონაწილეობისთვის შესაბამის სერტიფიკატებს იმსახურებენ.
სკოლა ჩართულია USAID-ის „საბაზისო განათლების პროგრამაში“. ტესტირების წარმატებით გავლის შემდეგ სკოლის ლიდერმა მასწავლებლებმა: დალი სარალიძემ, თეა მაცაბერიძემ და მალვინა ზარნაძემ სერტიფიკატები დაიმსახურეს.
თერჯოლის N1 საჯარო სკოლა პედაგოგებს, ულოცავს ამ წარმატებას და პროფესიულ საქმიანობაში კიდევ მეტ წინსვლას უსურვებს.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია