„ბავშვები უფრო მოტივირებულები გახდებიან და მეტად დაინტერესდებიან“ - ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში დირექტორმა „ეტალონის“ დაფა ჩამოკიდა
13-08-2021

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში „ეტალონის“ დაფა განათავსეს. დაფაზე ის სიგელებია გამოკრული, რომლებიც მოსწავლეებმა და სკოლის დირექტორმა „ეტალონში“ მონაწილეობის შედეგად მოიპოვეს.

აღსანიშნავია, რომ თავად სკოლის დირექტორი - მაია ხუნაშვილი „ეტალონის“ იმ კონკურსის გამარჯვებული გახდა, რომელიც დირექტორებისთვის ტარდებოდა. როგორც მაია ხუხუნაშვილი ამბობს, დაფა სამოტივაციოდ გაკეთდა:

„ეს დაფა ბავშვებისთის გავაკეთე.  ჩემი სიგელი კი იმიტომ გავაკარი, რომ ამით ბავშვები უფრო მოტივირებული გახდებიან და მეტად დაინტერესდებიან izrune.ge-სა და სხვა საგანმანათლებლო კონკურსებით. კონკურსში ჩემი მონაწილეობით, თავადაც დავრწმუნდი, რომ ობიექტურია. თანაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ტესტებში მოცემული საკითხები სკოლის პროგრამას შეესაბამება და ბავშვების დაინტერესებაც დიდია. პროცესში მშობლებიც აქტიურად ერთვებიან, ხოლო ის ტესტები, რომელსაც შინ ვერ აკეთებენ სკოლაში მოაქვთ, რომ აქ გავარჩიოთ“

მაია ხუხუნაშვილი ამბობს, რომ „ეტალონის“ კონკურსში გამარჯვებით მის ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. კონკურსის მიმდინარეობისას სკოლაში იყო და ვერ იჯერებდა, რომ თვითონ გაიმარჯვა.

„ბავშვების სიხარულმა გამახარა. იქამდე გარებული ვიყავი, ნუთუ ეს მართლა მე ვარ. მოსწავლეების რეაქციამ ძალიან გამაბედნიერა“, - გვითხრა დირექტორმა და აღნიშნა, რომ დაფაზე ჯერ ყველა სიგელი არაა განთავსებული და ისინი ეტაპობრივად დაემატება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203