თბილისის N129 საჯარო სკოლის მოსწავლემ პანდემიის თემატიკაზე ჩატარებულ კონკურსში წარმატებით მიიღო მონაწილეობა
13-08-2021
თბილისის N129 საჯარო სკოლის მოსწავლეები, სხვადასხვა საგანამანთლებლო კონკურსებსა და ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობენ.
სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ თამარ დარჩიამ, კონკურსში წარმატებით მიიღო მონაწილეობა.
თბილისის საკრებულომ კონკურსი „პანდემია, როგორც შესაძლებლობა“ 2 ივნისს ერთჯერადად გამოაცხადა. პროექტის მიზანს წარმოადგენდა პანდემიის პერიოდის პოზიტიურ ჭრილში განხილვა და ბავშვების დახმარება იმ იდეების, სიახლეების, საინტერესო გეგმების რეალიზებაში, რომლებიც პანდემიის პერიოდში დაუგროვდათ.
პროექტში „პანდემია, როგორც შესაძლებლობა“ მოსწავლეებმა საკონკურსო ვიდეორგოლები წარადგინეს, სადაც მონაწილეთა შემოქმედება იყო წარმოჩენილი.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია