თბილისის N16 საჯარო სკოლა ნომინაციაში „ჟიურის სპეციალური აღნიშვნა“ გამარჯვებულად დასახელდა
13-08-2021
დავით სარაჯიშვილის სახელობის თბილისის N16 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებში წარმატებით მონაწილეობენ.

თბილისის საკრებულოს კონკურსის „პანდემია, როგორც შესაძლებლობა“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ და ნომინაციაში „ჟიურის სპეციალური აღნიშვნა“ გამარჯვებულად თბილისის N16 საჯარო სკოლა დასახელდა.

გამარჯვებულ სკოლებსა და გუნდებს, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი მიესალმნენ და ჯილდოები გადასცეს.

კონკურსის გამარჯვებული სკოლების დირექტორებსა და მოსწავლეებს კონკურსის მხარდამჭერი კომპანიების „ლიბერთი ბანკის“ „ბიბლუსის“ და „ვულე-ვუს“ მიერ დაწესებული საჩუქრები გადაეცათ. 

დავით სარაჯიშვილის სახელობის თბილისის N16 საჯარო სკოლა ულოცავს მოსწავლეებს ამ წარმატებას.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203