თბილისის N115 საჯარო სკოლის გუნდმა კონკურსში წარმატებით იასპარეზეს
13-08-2021
თბილისის N115 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებში და წარმატებებს აღწევენ.

სკოლის მოსწავლეებმა კიდევ ერთ წარმატებას მიაღწიეს და თბილისის საკრებულოს კონკურსში „პანდემია, როგორც შესაძლებლობა“ მეორე ადგილის მფლობელები გახდნენ.

გამარჯვებულ სკოლებსა და გუნდებს, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი მიესალმნენ და ჯილდოები გადასცეს.

თბილისის N115 საჯარო სკოლა ულოცავს სკოლის გუნდს ამ წარმატებას და კიდევ მეტ წინსვლას უსურვებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203