თბილისის N48 საჯარო სკოლის თანამშრომლების 50% უკვე აცრილია
13-08-2021
თბილისის N48 საჯარო სკოლის თანამშრომლები იზიარებენ სოციალურ პასუხისმგებლობას და საყოველთაო ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვნენ.
სკოლის თანამშრომლები ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ჩაერთვნენ და თანამშრომელთა 50% უკვე აცრილია.
„ვთვლით, რომ იმუნიზაცია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ღონისძიებაა. თბილისის N48 საჯარო სკოლის თანამშრომელთა 50 % უკვე აცრილია, მადლობა მათ მაღალი მოქალაქეობრივი და პროფესიული პასუხისმგებლობისათვის. პროცესი გრძელდება. ჩვენ გვსურს, რომ სწავლა სკოლაში დაიწყოს!“ - აცხადებს ირმა ხუხაშვილი.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია