საჩხერის N1 საჯარო სკოლის პედაგოგებმა ლიდერი მასწავლებლის ტრენინგის წარმატებით გავლისთვის სერტიფიკატები დაიმსახურეს
13-08-2021

აკაკი წერეთლის სახელობის საჩხერის N1 საჯარო სკოლის პედაგოგებმა „საბაზისო განათლების პროგრამა - მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების“ - ფარგლებში ჩატარებული ტრენინგები და ტესტირება წარმატებით გაიარეს. პედაგოგებმა ლიდერი მასწავლებლების ტრენინგის გავლისთვის შესაბამისი სერტიფიკატები დაიმსახურეს.

„ჩვენი სკოლის მასწავლებლებს: ელისო ენუქიძეს, დიანა შუკაკიძეს, ნანა კუსიანსა და ნონა შალამბერიძეს ვულოცავთ USAID-ის „საბაზისო განათლების პროგრამა“ - მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება - ფარგლებში, ტესტირების წარმატებით გავლასა და სერთიფიცირებას“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203