
USAID-ის „საბაზისო განათლების პროგრამა“ - მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება - ფარგლებში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დილიკაურის საჯარო სკოლის ლიდერმა მასწავლებლებმა - ზოია გიორგაძემ, ლალი ჭუმბურიძემ და ვიოლეტა სალაძემ ტესტირება და USAID-ის „საბაზისო განათლების პროგრამის“ ტრენინგკურსი წარმატებით გაიარეს.
სკოლის დირექცია და კოლეგები ულოცავენ მასწავლებლებს ტრენინგის წარმატებით გავლას.
„ვულოცავთ და ვუსურვებთ კიდევ და კიდევ მეტ წარმატებებს“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები: