„ვულოცავთ ჩვენს საამაყო პედაგოგებს ამ წარმატებას!“ - ნიჩბისის საჯარო სკოლის სამმა მასწავლებელმა ტრენინგი წარმატებით გაიარა
13-08-2021

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჩბისის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის სამმა მასწავლებელმა: მაია მერებაშვილმა, ნატო ვასაძემ და ლილი გეჯაძემ ლიდერი მასწავლებლებისთვის USAID საბაზისო განათლების პროგრამის ტრენინგკურსი წარმატებით გაიარა.

ტრენინგს USAID საბაზისო განათლების პროგრამის ტრენინგპროვაიდერი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ატარებდა.

„ვულოცავთ ჩვენს საამაყო პედაგოგებს ამ წარმატებას! ვუსურვებთ წინსვლას პროფესიულ საქმიანობაში“, - აღნიშნულია დირექციის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203