ბათუმის N2 საჯარო სკოლის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობას რეაბილიტაცია უტარდება
13-08-2021

ბათუმის N2 საჯარო სკოლის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობის სრული სარეაბილიტაციო და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. მიმდინარე წელს შენობის სახურავი და ფასადი გარემონტდება.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტირების პროცესში ჩატარდა შესაბამისი კვლევა და ლაბორატორიული ანალიზი თავდაპირველი (ავთენტური) ფასადის ფერებისა და გამოყენებული მასალის სახეობის დასადგენად. შეისწავლეს არქიტექტურული ელემენტების ფიზიკური მდგომარეობა, მოიძიეს საარქივო მასალები შენობის თავდაპირველი იერსახის დასადგენად.

„პროექტი შეთანხმებულია კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიერ.

პირველი ეტაპის სამუშაოების ღირებულება 483 400 ლარია.

ამ დროისთვის დასრულების სტადიაშია სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები და დაწყებულია ფასადის რეაბილიტაცია.
მომდევნო წელს გაგრძელდება სრული რეაბილიტაციის პროცესი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203