ოფურჩხეთის საჯარო სკოლის აბიტურიენტებმა ეროვნული გამოცდების ტესტი წარმატებით დაძლიეს
13-08-2021

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფურჩხეთის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ანი წიწილაშვილმა, ვიკა კვიცარიძემ, დავით კვიცარიძემ, ნინო ჯანელიძემ, მარიამ კვიცარიძემ და ილია გაბადაძემ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს.

სკოლის დირექტორი ბელა დაშაევა აბიტურიენტებს ამ წარმატებას ულოცავს და იმედოვნებს, რომ მომავალშიც ბევრჯერ იამაყებეს მათი მიღწევებით.

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 2 აგვისტოს დასრულდა.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულების გამოქვეყნება 2 აგვისტოდან დაიწყო.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203