პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა გამოცდებზე მაღალი ქულები დაიმსახურეს
12-08-2021
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.
სკოლის მედალოსანმა კურსდამთავრებულებმა: ნათია მურადაშვილმა, მარიამ ჩალაურმა, გვანცა ბერიანიძემ და იანა მეზვრიშვილმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით დაასრულეს და მაღალი ქულები აიღეს.
პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლის დირექცია და პედკოლექტივი კურსდამთავრებულებს ულოცავენ გამოცდების წარმატებით დასრულებას და შემდგომ წინსვლას უსურვებენ.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია