თბილისის N6 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე სამუშაოების ძირითადი ნაწილი თითქმის დასრულებულია.
სარეაბილიტაციო სამუშაოების მხარდამჭერი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოა.
აღსანიშნავია, რომ სასკოლო გარემოს მოწესრიგება მოსწავლეებსა და პედაგოგებზე დადებითად იმოქმედებს. თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილ სკოლაში სწავლა მათთვის ბევრად სასიამოვნო და ნაყოფიერი იქნება.
თბილისის N6 საჯარო სკოლა საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის და მოსწავლეებს და პედაგოგებს გალამაზებულ სკოლაში სწავლის დაწყებას ჰპირდება.
იხილეთ ფოტო: