ზემო თხილნარის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა გამოცდები წარმატებით ჩააბარა
12-08-2021
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თხილნარის საჯარო სკოლაში 2020-2021 სასწავლო წელი დასრულდა. სკოლა მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობს.
სკოლას, წელს ერთი წარმატებული აბიტურიენტი ჰყავს, ლუკა ფუტკარაძე, რომელმაც ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა და ახლა ჩარიცხვას ელოდება.
ზემო თხილნარის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები, კურსდამთავრებულოს ულოცავენ გამოცდების წარმატებით დასრულებას და სასურველ უმაღლესში ჩაბარებას უსურვებენ.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია