თხილნარის N1 საჯარო სკოლის 9 კურსდამთავრებულმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
12-08-2021
მინდია აბაშიძის სახელობის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს. 

წარმატებული აბიტურიენტები არიან:

1. დაიანა დიდმანიძე;
2.სესილი დუმბაძე;
3. ნიკა აბულაძე;
4. მარიამ დეკანაძე;
5.ნათია მიქელაძე;
6.ანა მიქელაძე;
7.ლანა ხორავა;
8. ცისნამ ვარშანიძე;
9.ირაკლი ფარტენაძე.

კურსდამთავრებულებს ამ წარმატებას კლასის დამრიგებელი დარეჯან თურმანიძე ულოცავს. 

„ჩემო ძვირფასო კურსდამთვარებულებო, აწ უკვე სტუდენტებო! 
დიდი სიყვარულითა და სიამაყით გილოცავთ სტუდენტობას, ყველაზე ბედნიერ ხანას თქვენს ცხოვრებაში...
მე ნამდვილად ამაყი ვარ, რომ თქვენი კლასის დამრიგებელი ვიყავი და წვლილი მიმიძღვის თქვენს წარმატებაში.
გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერ, წარმატებულ სტუდენტობას და ნათელ მომავალს. ასევე, ულევ წარმატებას თქვენი ცხოვრების ახალ ეტაპზე და მიგეღწიოთ თქვენს მიერ დასახული ყველა მიზნისათვის. თქვენი ყოველი წარმატება მახარებს. მიყვარხართ!“,- დარეჯან თურმანიძე, კლასის დამრიგებელი.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203