მახოს საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა გამოცდები წარმატებით დაძლიეს
12-08-2021
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახოს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით და მშვიდ გარემოში დასრულდა. სკოლა მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობს, რაც მათ შედეგებზე დადებითად აისახება.

სკოლის შემდეგმა კურსდამთავრებულებმა, ნათია ქოქოლაძემ და ქრისტინა ქოქოლაძემ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით დაასრულეს.

მახოს საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები, კურსდამთავრებულებს ულოცავენ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით დასრულებას და მომავალ პროფესიულ საქმიანობაში წარმატებებს უსურვებენ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203