ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ მოსწავლეები სიკეთის სათავეში
12-08-2021
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ბათუმის ფილიალი მოსწავლეების აქტიურობით სხვადასხვა სამაგალითო ღონისძიებას აწყობს. ამჯერად, პატარა პროგრესელებმა საინფორმაციო კამპანია - „დაეხმარე“ წამოიწყეს, რომელიც კვლავ დიდი წარმატებით გრძელდება.

კამპანიის მიზანია, თანატოლებსა და უფროსებს სიკეთის კეთებისკენ და ერთმანეთის დახმარებისკენ მოუწოდონ.

კამპანიის ავტორები თავად პატარა მოსწავლეები არიან; მათი მიზანია თანატოლებს და უფროსებს ერთმანეთის დახმარებისკენ მოუწოდონ.

ამჯერად, 10 წლის დაჩი დარჩიძე გვიყვება თუ რატომ უნდა ვაკეთოთ ყველამ სიკეთე: „დაეხმარე, რომ ყველა ბავშვი ბედნიერი იყოს! ყველამ შეძლოს კარგი კვება, თამაში და განათლების მიღება!“

მოსწავლეები თავად იყვნენ ამ კამპანიის ინიციატორები და თავადვე მოიფიქრეს არგუმენტები.

„ჩაერთეთ კამპანიაში, გამოიწვიეთ თანატოლები მსგავსი მოწოდებებით!“ - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203