ახალი საყულიის საჯარო სკოლის პედაგოგებმა ლიდერი მასწავლებლის სერტიფიკატები დაიმსახურეს
12-08-2021
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი საყულიის საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე მუდმივად ზრუნავენ.
დაწყებითი კლასების პედაგოგებმა: შორენა ქურასბედიანმა და ნინო ფერცულიანმა 2020-2021 აკადემიურ წელს USAID-ის საბაზისო პროგრამის ფარგლებში ლიდერ-მასწავლებლის ტრენინგი წარმატებით დაასრულეს და სერტიფიკატები დაიმსახურეს.
ახალი საყულიის საჯარო სკოლის დირექცია, შორენა ქურასბედიანს და ნინო ფერცულიანს ტრენინგების წარმატებით დასრულებას ულოცავს და შემდგომ წარმატებებს უსურვებს.