ზვარეს საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა გამოცდები წარმატებით დაასრულა
12-08-2021
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეს საჯარო სკოლაში 2020-2021 სასწავლო წელი წარმატებით და მშვიდ გარემოში დასრულდა.
სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი გარემოა შექმნილი, რაც მათ შეფასებებზე დადებითად აისახება.
სკოლის კურსდამთავრებულმა, ანა ბერიძემ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით დაასრულა.
ზვარეს საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები, ანა ბერიძეს გამოცდების წარმატებით დასრულებას ულოცავენ და მომავალ პროფესიულ საქმიანობაში წინსვლას უსურვებენ.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია