ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა გამოცდები წარმატებით დაასრულეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით და მშვიდ გარემოში დასრულდა. სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი, რაც მათ შედეგებზე დადებითად აისახება.წელს სკოლაში შემდეგი წარმატებული კურსდამთავრებულები ჰყავს, რომლებმაც ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით დაასრულეს:
- ქეთევან ტრამაკიძე;
- ანა ყველაშვილი;
- ლუკა მაზმიშვილი.
ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები, კურსდამთავრებულებს გამოცდების წარმატებით დასრულებას ულოცავენ და შემდგომ პროფესიულ საქმიანობაში წინსვლას უსურვებენ.