ოქტომბრის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა გამოცდები წარმატებით დაასრულეს
11-08-2021
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბრის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.

სკოლა მოსწავლეებს მუდმივად საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობს, რაც მათ შედეგებზე დადებითად აისახება.

სკოლის წლევანდელმა კურსდამთავრებულებმა, ბექა ასმბაძემ და მარიამ ზოიძემ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით დაასრულეს.

ოქტომბრის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები, კურსდამთავრებულებს გამოცდების წარმატებით დასრულებას ულოცავს და მომავალ პროფესიულ საქმიანობაში წარმატებებს უსურვებს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203