ახოს საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა გამოცდებზე მაღალი შეფასებები დაიმსახურეს
11-08-2021
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ახოს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.
სკოლა მოსწავლეებს ყოველთვის საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობს, რაც მათ შედეგებზე დადებითად აისახება.
სკოლის წლევანდელმა კურსდამთავრებულებმა, ნიკა გეგიძემ და მირიან დიასამიძემ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მაღალი ქულები აიღეს.
ახოს საჯარო სკოლის დირექტორი, ასლან ბერიძე კურსდამთავრებულებს ულოცავს გამოცდებზე მიღებულ მაღალ შედეგებს და მომავალ პროფესიულ საქმიანობაში წარმატებებს უსურვებს.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია