დანდალოს საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა გამოცდები წარმატებით დაასრულეს
11-08-2021
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოს საჯარო სკოლაში წარმატებული სასწავლო წელი დასრულდა. სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი, რაც მათ შედეგებზე დადებითად აისახება.
სკოლის მიერ მოწოდებული ინორმაციის მიხედვით, წლევანდელმა კურსდამთავრებულებმა, ნათია არძენაძემ და მირანდა მგელაძემ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით დაასრულეს.
სკოლის დირექცია და პედაგოგები, კურსდამთავრებულებს ულოცავს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით დასრულებას და მომავალ პროფესიულ საქმიანობაში თითოეულ მათგანს ბევრ წინსვლას უსურვებს.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია