ლაშის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ხარაგაულის მასშტაბით ისტორიაში ყველაზე მაღალი ქულა დაიმსახურა
11-08-2021
წმინდა მღვდელმოწამე სიმონ მჭედლიძის სახელობის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაშის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით, მშვიდ გარემოში დასრულდა.
სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი, რაც მოსწავლეების შედეგებზე დადებითად აისახება.
სკოლას წელს ერთი კურსდამთავრებული, სალომე კვირიკაშვილი ჰყავს, რომელმაც ხარაგაულის მასშტაბით ისტორიაში ყველაზე მაღალი ქულა დაიმსახურა
წმინდა მღვდელმოწამე სიმონ მჭედლიძის სახელობის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაშის საჯარო სკოლის დირექტორი, ნათელა აბესაძე ულოცავს მას ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და მომავალ პროფესიულ საქმიანობაში ულევ წარმატებას უსურვებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს