ვარძიის საჯარო სკოლის ორი კურსდამთავრებული ისტორიის გამოცდაში მაღალქულიან მოსწავლეთა შორის მოხვდა
11-08-2021
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარძიის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით და მშვიდ გარემოში დასრულდა. სკოლა მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობს, რაც მათ აკადემიურ მოსწრებებზე დადებითად აისახება.
სკოლის სასახელოდ, მუნიციპალიტეტის მასშტაბით ისტორიის გამოცდაში ყველაზე მაღალქულიან მოსწავლეთა შორის ვარძიის საჯარო სკოლის ორი მოსწავლე მოხვდა.
კურსდამთავრებულებმა, მარიამ ნიქაბაძემ და მარიამ ხაჯიკაძემ ისტორიის გამოცდაში 50-50 ქულები დაიმსახურეს.
„გილოცავთ ბავშვებო,წარმატებები მომავალ სტუდენტურ ცხოვრებაში!“ - ნათქვამია სკოლის ადმინისტრაციის განცხადებაში.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია