ჭიათურის N4 საჯარო სკოლის მასწავლებელი იმერეთის დაწყებითი განათლების კითხვის საუკეთესო პედაგოგი გახდა
11-08-2021

ჭიათურის N4 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნანა ბურძენიძე იმერეთის დაწყებითი განათლების კითხვის საუკეთესო პედაგოგის წოდებით დაჯილდოვდა.

მასწავლებლის აღიარების ჯილდოს USAID, გუდავაძე- პატარკაციშვილის ფონდთან ერთად, გასცემს.

„ნანა ერთ-ერთია საქართველოს იმ პედაგოგთაგან, ვინც აღიარებულია როგორც შრომისმოყვარე მასწავლებელი, რომელსაც წვლილში შეაქვს საქართველოს მომავალში. მასწავლებლების აღიარების ჯილდო USAID–ის ძალისხმევის ნაწილია, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეებზე ორიენტირებულ განათლებას საქართველოს საჯარო სკოლების დაწყებით კლასებში. ჩვენ პატივს ვცემთ მასწავლებლებს, რომლებიც ცვლილებას ახდენენ კლასში“, - ნათქვამია USAID-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203