თბილისის N167 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგმა საერთაშორისო პროექტში წარმატებით მიიღეს მონაწილეობა
11-08-2021
თბილისის N167 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგმა, რუსუდან გორგაძემ საერთაშორისო პროექტში წარმატებით მიიღეს მონაწილეობა. 

სკოლის მე-2 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა eTwinning-ის პროექტში - Where is my place in the digital world? - მიიღეს მონაწილეობა.

პროექტი 23 იანვრიდან 20 ივნისამდე, ინგლისურ ენაზე მიმდინარეობდა. მასში პოლონელი, თურქი და ქართველი 17 სკოლის 19 მასწავლებელი და 117 მოსწავლე იყო ჩართული.

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლეებში:

  • ციფრული წიგნიერების და დეზინფორმაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას;
  • კიბერ უსაფრთხოებას;
  • ტექნოლოგიის უსაფრთხოდ და ეფექტურად გამოყენების უნარის განვითარებას;
  • დემოკრატიული კომპეტენციის განვითარება.

პროექტის ფარგლებში საინტერესო აქტივობები განხორციელდა,  კერძოდ:

  •  მოსწავლეების მიერ ავატარების დამზადება;
  •  პროექტის ლოგოს კონკურსი;
  • ციფრული მოქალაქეობის შესახებ სწავლება:
ა) ბავშვთა უფლებები ონლაინ სამყაროში;
ბ) პირადი მონაცემების უსაფრთხოება;
გ) ინტერნეტი და მისი დადებითი მხარეები;
დ) გაეროს ბავშვთა ფონდის ანგარიშის გაცნობა მსოფლიოს ბავშვების მდგომარეობის შესახებ;
ე) კიბერბულინგის ფენომენი და მისი პრევენციის / აღმოფხვრის გზები.

პრეზენტაცია მასწავლებელთა თანამშრომლობით მომზადდა. პროექტში მონაწილე მოსწავლეებმა jigsawplanet.com–ზე თავსატეხი შექმნეს და პარტნიორ თანატოლებს გაუგზავნეს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203