იმერის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე მაქსიმალური შედეგები მიიღეს
11-08-2021
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ იმერის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით, მშვიდ გარემოში დასრულდა. სკოლა მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობს, რაც მათ აკადემიურ მოსწრებაზე დადებითად აისახება.
სკოლა და პედაგოგები, მოსწავლეებისთვის თავდაუზოგავად შრომობენ.
წელს, იმერის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა დიდი წარმატებით ჩააბარეს და სკოლაში მიღებული ცოდნით მაქსიმალური შედეგები მიიღეს.
იმერის საჯარო სკოლა, კურსდამთავრებულებს ულოცავს მიღებულ შედეგებს და დარწმუნებულნი არიან, მოსწავლეები მშობლიური სკოლის სასახელოდ სხვა საგნებშიც მაქსიმალურ შედეგებს მიიღებენ.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია