დაგვას საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
11-08-2021

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვას საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე სამუშაოების ძირითადი ნაწილი თითქმის დასრულებულია.

რეაბილიტაცია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით მიმდინარეობს.

„დაგვას საჯარო სკოლის შიდა სარემონტო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. უღრმესი მადლობა აჭარის განათლების,კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ქობულეთის რესურსცენტრს, კომპანია „დიდას“ უდიდესი სიხარულის მონიჭებისთვის“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203