დიოკნისის საჯარო სკოლის 8 კურსდამთავრებულმა ეროვნული გამოცდები ჩააბარა
11-08-2021

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისის საჯარო სკოლის 10 კურსდამთავრებულიდან რვამ ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარა.

დიოკნისის საჯარო სკოლის დირექტორი რევაზ ძირკვაძე ულოცავს აბიტურიენტებს ამ წარმატებას და იმედოვნებს, რომ მომავალშიც იამაყებს მათი მიღწევებით.

„ვულოცავ ყველა აბიტურიენტს სტუდენტობას. წელსაც გაგვახარეს, 10 აბიტურეენტიდან 8 სტუდენტია. მადლობა მასწავლებლებს, მშობლებს, მოსწავლეებს. მუდამ წარმატებულად გევლოთ. გვეამაყებით!“, - ამბობს რევაზ ძირკვაძე, დიოკნისის საჯარო სკოლის დირექტორი.

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 2 აგვისტოს დასრულდა.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულების გამოქვეყნება 2 აგვისტოდან დაიწყო.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203