პატარა ჩაილურის საჯარო სკოლის მოსწავლე მკლავჭიდში საქართველოს ჩემპიონი გახდა
11-08-2021

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩაილურის საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი ღვინაშვილმა მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე წარმატებით იასპარეზა.

სპორტული ღონისძიება თბილისში, არენა-2-ზე, 15 წლამდე ასაკის მოზართა შორის, 70 კგ წონით კატეგორიაში გაიმართა, სადაც გიორგი ღვინიაშვილი მკლავჭიდში საქართველოს ჩემპიონი გახდა.

„ახლა იგი ემზადება მსოფლიო ასპარეზობისთვის, რომელიც გაიმართება სექტემბერში, ბათუმში.

პატარა ჩაილურის სკოლა და თემი ამაყობს გიორგის წარმატებული ასპარეზობით, ულოცავს  ამ დიდ გამარჯვებას და უსურვებს შემდგომ წინსვლას ამ და სხვა საქმიანობებში“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203