პირველი სვირის საჯარო სკოლის დირექტორი კურსდამთავრებულებს გამოცდების წარმატებით დასრულებას ულოცავს
11-08-2021
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი სვირის საჯარო სკოლაში 2020-2021 სასწავლო წელი წარმატებით, მშვიდ გარემოში დასრულდა. სკოლა მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობს, რაც მათ აკადემიურ მოსწრებაზეც დადებითად აისახება.
სკოლას წელს წარმატებული კურსდამთავრებულები ჰყავს, რომელთა შესახებაც დირექტორმა იზა ღიბრაძემ დიდი სიყვარულით ისაუბრა:
„დღეს ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, გავიგე, რომ ჩემმა მოსწავლეებმა ნიკოლოზ დეკანოიძემ,გიორგი კაპანაძემ და ირინა ჭულუხაძემ წარმატებით ჩააბარეს ეროვნული გამოცდები.გილოცავთ ჩემო საყვარელო ბავშვებო ამ დიდ წარმატებას,წინსვლა და ცოდნის მწვერვალების დაპყრობას გისურვებთ,მეამაყებით და ბედნიერი ვარ, რომ ვარ თქვენი სკოლის დირექტორი და უფროსი მეგობარი“, - აღნიშნავს, დირექტორი იზა ღიბრაძე.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს