პატარა ჩაილურის საჯარო სკოლის მოსწავლეები ლეპტოპებით დასაჩუქრდებიან
11-08-2021

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩაილურის საჯარო სკოლის სამმა მოსწავლემ საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრა.

მარიამ ბეროშვილი, ლელა ჩოკოშვილი და ნინო ბერიძე პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან ლეპტოპებით დაჯილდოვდებიან. ისინი ამ პროგრამაში  უმაღლესი (ყველა საგანში ათი ქულა) შეფასებით მოხვდნენ.

სკოლა ულოცავს სამივე გოგონას მორიგ წარმატებას და უსურვებს შემდგომ წინსვლას!

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203