
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩაილურის საჯარო სკოლის რვა კურსდამთავრებულიდან შვიდმა ერთიან ეროვნულ გამოცდებს თავი წარმატებით გაართვა და მაღალი ქულებიც დაიმსახურა.
სკოლის დირექცია და პედაგოგები სიამაყითა და უდიდესი სიხარულით ულოცავენ თითოეულ მათგანს მიღწეულ წარმატებას.
„აღსანიშნავია, რომ უმეტეს მათგანს არ უვლია რეპეტიტორებთან, დაკმაყოფილდა საგაკვეთილო მეცადინეობებითა და თვითმომზადებით, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მიზანდასახული ადამიანებისთვის შეუძლებელი არაფერია“, - აღნიშნულია სკოლის დირექციის ინფორმაციაში.