წევის საჯარო სკოლის დირექტორი საყვარელ კურსდამთავრებულებს გამოცდების წარმატებით დასრულებას ულოცავს
11-08-2021
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, სოფელ წევის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. სკოლაში, მოსწავლეებისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი, რაც მათ აკადემიურ მოსწრებაზე დადებითად აისახება.
სკოლას წელს სამი კურსდამთავრებული ჰყავს: დაჩი კაპანაძე, ლაშა ბალაშვილი და ლანა ტიკარაძე, რომლებმაც ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით დაასრულეს. ასევე, სკოლისთვის საყვარელმა მოსწავლემ, გვანცა გელაშვილმა, რომელიც 10 წელი სწავლობდა წევის საჯარო სკოლაში წარმატებით დაასრულა ერთიანი ეროვნული გამოცდები.
„საღამოს გახარება! გილოცავთ, ჩემო შესანიშნავო სამეულო, საყვარლებო გამოცდების წარმატებით ჩაბარებას! ასევე, ძირულის სკოლის კურსდამთავრებულს, გვანცულას ვულოცავ! გისურვებთ ბედნიერ და ხალისიან სტუდენტობას! მიყვარხართ“ - წევის საჯარო სკოლის დირექტორი, ნაზი ცქიტიშვილი კურსდამთავრებულებს ასეთი დიდი სიყვარულით ულოცავს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს