ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ მოსწავლეები სიკეთის სადარაჯოზე
11-08-2021
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ბათუმის ფილიალი მოსწავლეების აქტიურობით სხვადასხვა სამაგალითო ღონისძიებას აწყობს. ამჯერად, პატარა პროგრესელებმა საინფორმაცია კამპანია - „დაეხმარე“ წამოიწყეს, რომელიც კვლავ დიდი წარმატებით გრძელდება.

კამპანიის მიზანია, თანატოლებსა და უფროსებს სიკეთის კეთებისკენ და ერთმანეთის დახმარებისკენ მოუწოდონ.

კამპანიის ავტორები თავად პატარა მოსწავლეები არიან; მათი მიზანია თანატოლებს და უფროსებს ერთმანეთის დახმარებისკენ მოუწოდონ.

ამჯერად, 10 წლის ლაღი, თბილი და მშვენიერი მილანა შელია თავის არგუმენტს გვთავაზობს, თუ რატომ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს - „დაეხმარე და შენი სითბო მოედება შენს ოჯახს, შენს სამშობლოს და მთელ სამყაროს!“

მოსწავლეები თავად იყვნენ ამ კამპანიის ინიციატორები და თავადვე მოიფიქრეს არგუმენტები.

„ჩაერთეთ კამპანიაში, გამოიწვიეთ თანატოლები მსგავსი მოწოდებებით!“ - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203