გეგუთის N1 საჯარო სკოლის პედაგოგებმა ტრენინგკურსი წარმატებით დაასრულეს
11-08-2021
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მუდმივად ზრუნავენ პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე.
გეგუთის N1 საჯარო სკოლის პედაგოგებმა: ნატო ლომთაძემ, ეკა გიგიაძემ, იზა ჭეიშვილმა და თამარ დვალმა USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში ლიდერი მასწავლებლების ტრენინგკურსი წარმატებით გაიარეს და სერთიფიკატები დაიმსახურეს.
სკოლა, პედაგოგებს ულოცავს ტრენინგის წარმატებით დასრულებას და პროფესიულ საქმიანობაში კიდევ მეტ წინსვლას უსურვებს.