ზემო ქედის N1საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა
11-08-2021
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედის N1საჯარო სკოლაში 2020-2021 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. სკოლას წელს 9 კურსდამთავრებული ჰყავს, რომელთაგან ორი სსსმ მოსწავლე გახლავთ და სამი მედლის კანდიდატი.
ოქროს მედალზე წარდგენილნი არიან, თამუნა სეთური და სალომე მკერვალიძე, ხოლო ვერცხლი - თამთა ღუდუშაურმა დაიმსახურა.
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სკოლის კურსდამთავრებულებიდან შვიდი მათგანი დარეგისტრირდა, რომლებმაც მაღალი შედეგები აჩვენეს, მათ შორის რა თქმა უნდა მედალოსანმა აბიტურიენტებმა.
ზემო ქედის N1 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი კურსდამთავრებულებს ცხოვრების ყველა ეტაპზე წარმატებებს უსურვებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს