ზედა სიმონეთის საჯარო სკოლის მოსწავლეების შექმნილმა ბლოგებმა კონკურსში გამარჯვება მოიპოვეს
დავით კლდიაშვილის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა სიმონეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო კონკურსებში აქტიურად არიან ჩართულები და დიდ წარმატებებს აღწევენ.ადამიანის უფლებების დაცვის თემაზე, სკოლის მოსწავლეების მიერ შექმნილმა ბლოგებმა, კონკურსში გამარჯვება მოიპოვეს.
კონკურსზე წარმოდგენილი იყო ორი ჯგუფი:
- ჯგუფი „თანასწორობის ლიგა“ - გოგოლაშვილი ლიკა, კლდიაშვილი მანანა და ქასრაშვილი შოთა.
ბლოგის სანახავად გადადით
ბმულზე:
- ჯგუფი „DBABT“ „ერთმანეთისთვის“ - ბრეგაძე ირმა და თორთლაძე გურამი.
ბლოგის სანახავად გადადით
ბმულზე:წარმოდგენილი ორივე ჯგუფი საპრიზო ადგილზე გავიდა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
ზედა სიმონეთის საჯარო სკოლა, ულოცავს კონკურსში მონაწილე მე-11 კლასელებს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს ამ წარმატებას და უსურვებს კიდევ მეტ წინსვლას მიაღწიონ.
იხილეთ ფოტო: