ზედა ჭალოვანის საჯარო სკოლის პედაგოგებმა ტრენინგი წარმატებით გაიარეს
11-08-2021
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ჭალოვანის საჯარო სკოლის პედაგოგები მუდმივად ზრუნავენ პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე.

ზედა ჭალოვანის საჯარო სკოლის პედაგოგებმა: ნათია იაკობიძემ, მარინე ჯაჯანიძემ და ნინო კეკენაძემ USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში ლიდერი მასწავლებლების ტრენინგკურსი წარმატებით გაიარეს და სერთიფიკატები დაიმსახურეს.

სკოლა, პედაგოგებს ულოცავს ტრენინგის წარმატებით დასრულებას და პროფესიულ საქმიანობაში კიდევ მეტ წინსვლას უსურვებს. 

ზედა ჭალოვანის საჯარო სკოლა, ასევე 2021-2022 სასწავლო წლისთვის აქტიურად ემზადება. ამ ეტაპზე, სკოლას 62,5% ვაქცინირებული თანამშრომელი ჰყავს და იმედოვნებენ, დასაქმებულ პირთა პროცენტულობა კიდევ უფრო გაიზრდება და უკლებლივ ყველა თანამშრომელი აიცრება.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203