ზემო ქედის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა გამოცდებზე მაქსიმალური შედეგები დაიმსახურეს
10-08-2021
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედის N2 საჯარო სკოლაში 2020-2021 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა და წლევანდელმა კურსდამთავრებულებმა სკოლის სასახელო ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალურ შედეგებს მიაღწიეს.
სკოლის კურსდამთავრებულებმა, ელენე ჩოხელმა და ირმა მკლავიშვილმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური შედეგები დაიმსახურეს.
ელენე ჩოხელმა, ქართულ ენასა და ლიტერატურაში - 64, ინგლისურ ენაში - 72 და ისტორიაში 52 ქულა აიღო.
ირმა მკლავიშვილმა კი, რომელიც საგამოცდოდ რეპეტიტორებთან არ ემზადებოდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში - 66, ინგლისურ ენაში - 56, მათემატიკაში - 31 და ფიზიკაში - 39 ქულა დაიმსახურა.
ზემო ქედის N2 საჯარო სკოლა, კურსდამთავრებულებს ულოცავს დამსახურებულ ქულებს და კიდევ მეტ წარმატებას უსურვებს.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია