მეორე სვირის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე ელენე წაქაძე პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ საუკეთესო მომხსენებლების ათეულშია
10-08-2021

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე ელენე წაქაძემ პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში წარმატება მოიპოვა. პროექტში ჩართული იყო საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლების 500-მდე მოსწავლე.

„მადლობა Georgian Institute for Debate and Education • GIDE და გუდავაძე - პატარკაციშვილის ფონდს არაფორმალური განათლების ფარგლებში პროექტ „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ განხორციელებისათვის. აღსანიშნავია, რომ პროექტში ჩართული იყო საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლების 500-მდე მოსწავლე.

მოხარული ვარ, რომ ჩემი სკოლის დებატ-კლუბის ერთ-ერთი მონაწილე ელენე წაქაძე მოხვდა საუკეთესო მომხსენებლების ათეულში და დაიკავა მე-6 ადგილი. ვულოცავ ელენეს და ჩვენი კლუბის თითოეულ მონაწილეს მათი კლუბის წევრის ამ დიდ წარმატებას. ეს დიდი მოტივაციაა თითოეული მათგანისთვის”, - აღნიშნავს პედაგოგი ლია ცხადაძე.

იხილეთ ვიდეო ბმულზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203