დაგვას საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს
10-08-2021
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვას საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და საბოლოო ჩარიცხვების მოლოდინში არიან.
კურსდამთავრებულებმა, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდაზე გადიოდნენ, თითოეული საგნის გამოცდაში მაღალი შეფასება დაიმსახურეს. საბოლოო ჩარიცხვის შედეგების შემდეგ კი, სასურველი პროფესიის დაუფლებას შეუდგებიან.
სკოლის დირექცია და კოლექტივი ულოცავთ მათ ამ სიხარულს და წარმატებებს უსურვებთ ცხოვრების ახალ, საინტერესო გზაზე.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია