განახლების საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ეროვნული გამოცდები ჩააბარეს
10-08-2021
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს. აბიტურინეტები საბოლოო შედეგის მოლოდინში არიან.
მათ წარმატებას სკოლის დირექტორი, ლია ბოლქვაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მის დაბადების დღეზე საუკეთესო საჩუქარი სწორედ მისმა კურსდამთავრებულებმა გაუკეთეს:
„ყველაზე კარგი საჩუქარი გამიკეთეს ჩემმა ბიჭებმა დღეს, ჩემს დაბადების დღეს. ვულოცავ ზურა ბოლქვაძეს, გიორგი ბოლქვაძეს ლაშა ცეცხლაძეს და ლერი ცეცხლაძეს სტუდენტობას. წარმატებას ვუსურვებ მათ ცხოვრების ახალ და საინტერესო გზაზე".
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია